კანონმდებლობა
შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოქმედი დადგენილებების ძიებადი ბიბლიოთეკა — ნომრით, კატეგორიითა და წლით.
საიტზე განთავსებული მასალა საინფორმაციო ხასიათისაა. მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნის დასადგენად გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი ოფიციალური წყარო.
დოკუმენტები ჯერ არ არის ატვირთული
მოქმედი დადგენილებების PDF ვერსიები აიტვირთება ადმინისტრაციული პანელიდან.
ჩვენს სერვისებში მოხსენიებული მოთხოვნები
ქვემოთ მოცემულია ის სამართლებრივი მოთხოვნები, რომლებზეც ჩვენი მომსახურებების აღწერები მიუთითებს.
№69 დადგენილება — გაზომვების პერიოდულობა
მოგეხსენებათ, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის №69-ე დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ (ცივ და ცხელ პერიოდში) უნდა ჩატარდეს მიკროკლიმატისა და სხვა გარემო ფაქტორების გაზომვები.
№135 დადგენილება — შემოწმების პერიოდულობა
მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, №135-ე დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ორგანიზაციამ ტექნიკური აღჭურვილობის, სისტემების, ხელსაწყოებისა და დანადგარების უსაფრთხოების მდგომარეობის პერიოდული შემოწმება, როგორც წესი, არანაკლებ წელიწადში ერთხელ უნდა უზრუნველყოს. შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე პირის მიერ, ხოლო ჩატარებული შემოწმების შედეგები უნდა დასტურდებოდეს წერილობითი დოკუმენტაციით.
№370 დადგენილება — სწავლების პერიოდულობა
მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ №370-ე დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი და საევაკუაციო პრაქტიკული სწავლება სავალდებულოა ყოველ 6 თვეში ერთხელ, ხანძარსაშიში წარმოების, მასობრივი თავშეყრის (50 ადამიანზე მეტი), სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ობიექტებზე.
შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი — ტრენინგების ვალდებულება
მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის მოთხოვნების შესაბამისად, კომპანია ვალდებულია დასაქმებულებს ჩაუტაროს შესაბამისი ტრენინგები და სწავლებები, როგორც სამუშაოების დაწყებამდე, ასევე გეგმიურად, ან არაგეგმიურად, სამუშაო სპეციფიკისა და დაფიქსირებული გადაცდომების გათვალისწინებით.

