მთავარ კონტენტზე გადასვლა

კონსულტაცია და შესაბამისობა

შრომის უსაფრთხოების სრული საკონსულტაციო მომსახურება

ჩვენ გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების სრულ მომსახურებას, რომელიც ეფუძნება პროფესიულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და საერთაშორისო სტანდარტებს. მომსახურება მორგებულია თითოეული ბიზნესის საჭიროებებზე და ეხმარება კომპანიებს რისკების შემცირებაში, კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასა და უსაფრთხოების სისტემის ეფექტურ დანერგვაში.

დაგჭირდებათ კონკრეტული შეთავაზება?

მოცულობა და ღირებულება განისაზღვრება კომპანიის სპეციფიკის მიხედვით.

კონსულტაციის მიღება

რას მოიცავს მომსახურება

მომსახურების შემადგენლობა

სპეციალისტი და პირველადი შეფასება

  • კვალიფიციური შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ(ებ)ის გამოყოფა
  • კომპანიის პირველადი აუდიტისამუშაო სპეციფიკის, პროცედურებისა და სისტემის შესწავლა, სამუშაო გარემოს დათვალიერება, კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

რისკები და დოკუმენტაცია

  • საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასების დოკუმენტის შემუშავებადოკუმენტის განახლება კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობით.
  • შრომის უსაფრთხოების სავალდებულო დოკუმენტაციისა და ბრძანებების შემუშავებაპოლიტიკა, პროცედურები, ინსტრუქციები, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმა და სხვა.

ტრენინგები და ინციდენტები

  • დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების ტრენინგების შემუშავება და ჩატარება
  • ინციდენტების ანგარიშგებისა და მოკვლევის სისტემის დანერგვა
  • საევაკუაციო სიმულაციური სწავლების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტის მომზადება

გაზომვები და ტექნიკური კონტროლი

  • გარემო ფაქტორების გაზომვების ჩატარება, წლის ცივ და თბილ პერიოდებშიგანათება, ხმაური, ჰაერის მონაცემები, ზედაპირების ტემპერატურა, ვიბრაცია.
  • ტექნიკური აღჭურვილობის შემოწმების ჩეკლისტების შემუშავება და ტექნიკური პასპორტების მოძიება

ინსპექტირება და მუდმივი ჩართულობა

  • კომპანიის რეგულარული ინსპექტირებაშესაბამისი ანგარიშების მომზადება და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
  • იურიდიული კონსულტაცია და შრომის უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში მუდმივი ჩართულობა

შედეგი

რას იღებს დამკვეთი

  • დანერგილი შრომის უსაფრთხოების სისტემა
  • სავალდებულო დოკუმენტაცია და ბრძანებები
  • რისკის შეფასების დოკუმენტი
  • ჩატარებული ტრენინგები და საევაკუაციო სწავლებები
  • რეგულარული ინსპექტირების ანგარიშები

სამართლებრივი შენიშვნა

საიტზე განთავსებული მასალა საინფორმაციო ხასიათისაა. მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნის დასადგენად გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი ოფიციალური წყარო.

დაკავშირებული მომსახურებები

შესაძლოა ასევე დაგჭირდეთ

გჭირდებათ შრომის უსაფრთხოების სრული საკონსულტაციო მომსახურება?

მოგვიყევით თქვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ და ჩვენ განვსაზღვრავთ საჭირო მოცულობასა და ფორმატს.

კონსულტაციის მიღება